როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

13-14 მაისს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 15 მაისს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა წამოწვიმოს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 მაისს გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია შედარებით გრილი, წვიმიანი და ქარიანი ამინდი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი