ოპოზიციის მხრიდან პრემიერისთვის დასმულ კითხვებს დემაგოგიურს და ტყუილებით სავსეს უწოდებს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი.
“5 წუთის განმავლობაში ისმებოდა კითხვა, რომან გოცირიძის მხრიდან და ჩვენ დავთვალეთ, ამ 5 წუთის განმავლობაში მან მოასწრო 8 ტყუილის თქმა, შესაბამისად ნათელია რომ ჩვენ აქ დემაგოგიის გარდა არაფერთან არ გვაქვს საქმე. პრემიერ-მინისტრი პატივს სცემს პარლამენტს ის მობრძანდა პარლამენტში და გასცა პასუხი თუნდაც ამ დემაგოგიურ შეკითხვებს, რომელიც იყო ტყუილებით გაჯერებული და კიდევ ერთხელ მიიღეს ძალიან საკადრისი პასუხი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ.