საქართველოს ყოფილი ლედი, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერი, სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ ცესკომ ზუგდიდში არჩევნები გააყალბა. სანდრა რულოვსის შეფასებით, ცესკოს ეს ქმედება დემოკრატიის დაცინვაა. ენმ-ს სიის მეორე ნომერი მოუწოდებს ცესკოს გონიერების გამოჩენისკენ. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიქმენა დიდი ტალღა, რომელიც იქნება მთავრობის წინააღმდეგ მიმართული.
„მე არ ვეგუები ასეთ შედეგს. ცესკო აგვიანებს ხმების დათვლას. ნათლად ჩანს, რომ არჩევნები გაყალბებულია. არ არის გვიანი, ცესკოს აქვს შანსი გამოასწოროს შეცდომა. დიდი იმედი მაქვს მოვლენ გონს და მიხვდებიან რომ ეს არის დაუშვებელი შეცდომა. ეს არის დემოკრატიის დაცინვა. ნამდვილად შეუძლიათ კიდევ გამოსწორება. თუ არა და შეიქმნება ძალიან დიდი ტალღა მთავრობის წინააღმდეგ და მე სამწუხაროდ ვერ გავაჩერებ მათ“, – აცხადებს რულოვსი.
სანდრა რულოვსი საარჩევნო უბნებზე მომხდარ ინციდენტებზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს ადა აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ადგილი ქონდა პროვოკაციულ მცდელობებს. „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერი დარწმუნებულია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვა. მისი თქმით, კონკურენტი პარტიის მჟორიტარობის კანდიდატმა, ედიშერ თოლორაიამ საკუთარ სოფელში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე არჩევნები წააგო, შესაბამისად სხვა სოფლებშიც ვერ მოიპოვა გამარჯვება და დამარცხდა.
„მე მოვიგე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, თუნდაც ის რომ ინგირის #46 საარჩევნო უბანზე სადაც სამივე ფურცელზე: 5-20-50 ხმით ვიგებ. ჩემმა მოწინააღმდგემ ედიშერ თოლორაიამ საკუთარ სოფელში წააგო, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა სოფლებშიც დამარცხდა“, -აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
ყოფილი პირველი ლედი, ზუგდიდში ხმების გაყალბებასთან დაკავშირებით, საქართველოში მყოფ დამკვირვებლებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და პროდასავლურ პარტიებთან შეხვედრას გეგმავს.