უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ვარაუდობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა, 2042 წლამდე გაგრძელდეს.
“ეს ისტორია იქნება ძალიან გრძელი. გახსოვთ ჩვენი დისკუსია იმის შესახებ, რომ ეს 2035 წლამდე გაგრძელდება, შესაძლოა უფრო მეტ ხანსაც. ეს ომი ამ მნიშვნელობით, ცივილიზაციური მნიშვნელობით. ეს აუცილებლად არ ნიშნავს სამხედრო შეტაკებებს… ეს შეიძლება იყოს 42 წლამდე, თუმცა უნდა გვესმოდეს, როგორ მოხდება ეს. რაც ყველაზე მთავარია, უკრაინა სთავაზობს ამის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედით მექანიზმებს“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.