უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ქართულ მხარეს რუსეთთან გარიგებაში ადანაშაულებს.
“საერთაშორისო სანქციების შემოღების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის დიდი ასორტიმენტის მიწოდების შესაძლებლობა. ამიტომ, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს, პოლიტიკური ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩაერიონ კონტრაბანდისტების საქმიანობაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, განიხილება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაც.