რუსეთის პრემიერად მიხეილ მიშუსტინი დაინიშნა

რუსეთის დუმამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

მიშუსტინის მთავრობის მეთაურად დანიშვნას 383-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 41-მა თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ არც ერთი წასულა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით გუშინ გადადგა, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვის დროს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა წამოაყენა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი