ოფიციალური მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენისთვის შესაბამისი პირობები შეიქმნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ავიამიმოსვლა შეჩერდა. ის არ გაუქმებულა სამუდამოდ. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ თავის დროზე შეიქმნება აუცილებელი პირობები იმისათვის, რომ ფრენები აღდგეს“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით შეჩერდა საქართველოს პარლამენტში მომხდარი „გავრილოვის ინციდენტის“ გამო.