რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – უკრაინის ხელისუფლება

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად ასევე დაიღუპა ათი მაშველი.

ომის დაწყებიდან დღემდე მაშველებმა ხანძრის 400-ზე მეტი კერა ჩააქრეს.

„შვიდდღიანი ომის განმავლობაში რუსეთმა გაანადგურა ასობით სატრანსპორტო კვანძი, საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი