რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს – რუსეთის თავდაცვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 175-175 სამხედრო ტყვე გადასცეს.

უწყების ცნობით, ტყვეთა გაცვლაში არაბთა გაერთიანებული საამიროები შუამავლის როლს ასრულებდა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა, „კეთილი ნების ჟესტის“ სახით, უკრაინას 22 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი გადასცა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი