რუსულინმედიის ცნობით, რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს.
„5 თებერვალს, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 157 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა. სანაცვლოდ, მათ უკრაინის შეიარაღებული ძალების 157 სამხედრო ტყვე გადაეცათ“, – წერს მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო ტყვეების გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და აშშ-ის შუამავლობით მოხდა.
გავრცელებული იბფორმაციით, საუბარია 314 პატიმარზე.

