რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება შუეჩერა

დღეს დილიდან რუსეთმა მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადით” ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყვიტა.

​რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია “გაზპრომი” მიზეზად ერთ-ერთი სადგურის აგრეგატზე ჩასატარებელ ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.

კომპანიაში აცახდებენ, რომ გაზის მიწოდება 3 სექტემბრამდე არ აღდგება.

ცნობისთვის, მილსადენი ივლისში 10 დღით დაიხურა, რის მიზეზადაც ისევ ყოველწლიური გეგმური ტექნიკური სამუშაოები დასახელდა. მილსადენი ამჟამად მხოლოდ 20% დატვირთვით მუშაობს, რაც რუსული მხარის მტკიცებით, აღჭურვილობის გაუმართაობით არის გამოწვეული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი