რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღადგინა

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღადგინა, აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „როსავიაციამ“ „ციმბირის ავიახაზებს“ („ეს-7“) მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა. შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განკარგულება 15 ოქტომბრით თარიღდება.

დოკუმენტის თანახმად, ავიაკომპანიას მოსკოვი-ქუთაისის რეისის შესრულება კვირაში შვიდჯერ შეუძლია.

ამავე დროს, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს მიერ გავრცელებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „როსავიაციამ“ ავიაკომპანია „გლობუსს“ მოსკოვი-ქუთაისის რეისების შესრულების უფლება გაუუქმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ივლისში შეწყდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი