უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს შორის 200 000 ბავშვია.
მისივე თქმით, მათ შორის არიან ბავშვთა სახლებიდან წაყვანილები, აგრეთვე მშობლებთან ერთად წაყვანილები და ბავშვები, რომლებიც თავიანთ ოჯახებს ჩამოაშორეს.
“უკრაინა დამნაშავეებსა და ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანაზე პასუხისმგებელ პირებს დასჯის. უკრაინა რუსეთს აგრეთვე აჩვენებს იმას, რომ მისი დაპყრობა შეუძლებელია, რომ უკრაინელი ხალხი არ დანებდება და ჩვენი შვილები ოკუპანტების საკუთრება არ გახდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე 243 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა, 446 დაიჭრა, 139 კი დაკარგულად ითვლება.