რუსეთში ახალი კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე პირი, რომელთაც ვირუსი აღმოაჩნდათ, ჩინეთის მოქალაქეები არიან.
„როსპოტრებნადზორის“ სამსახურმა ორი პაციენტის ინდენტიფიცირება მოახდინა, რომელთაც კორონავირუსი აქვთ. ისინი ტრანს-ბაიკალის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ისინი მკაცრი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ორივე მათგანი ჩინეთის მოქალაქეა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტატიანა გოლიკოვამ.