“რუსეთუმე გახარია” – თვალთხარია” – აქცია პარლამენტთან

პარლამენტთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, აღნიშნული პროტესტი პარლამენტში დეპუტატების მიერ ჩვეულ რეჟიმში ჩატარებულ სხდომებს ეძღვნება.

„ეს პროტესტი არის „გავრილოვის ღამის“ გაგრძელება. ახალგაზრდებს დათხარეს თვალები და დღეს პარლამენტში ატარებენ სხდომას ჩვენი დეპუტატები. ეს პროტესტი ეძღვნება სხდომის ჩატარებას. პერმანენტულად გაგრძელდება ეს აქციები, იმისთვის, რომ გადადგეს გიორგი გახარია”, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციაზე ისმის ლოზუბგები : “ოლიგარქი კადაფი სარდაფში”, “თავისუფლება ჩვენს ხელშია”, რუსეთუმე გახარია – თვალთხარია”.

აქციის მონაწილეებს შორის არიან “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებიც.

პარლამენტთან გაბმულად ისმის საყვირების და სტვენის ხმა.

ამასთან, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. პოლიცია რუსთაველიდან პარლამენტისკენ ამომავალ გზაზე ტრანსპორტს არ უშვებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი