რუსი ოკუპანტების მიერ გუშინ, წალენჯიხის რაიონის სოფელ პალურში, საოკუპაციო ზოლზე, მდინარე ნეგურთან დაკავებული ადგილობრივი უტა სამუშია გაათავისუფლეს.
ამის შესახებ “Newsportal.ge”-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. უწყებაში აღნიშნეს, რომ სამუშიამ უკვე დატოვა გალის ტერიტორია და საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ხაზთან კიდევ ერთი პირი, ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიას მკივდრი თენგიზ მიქავა დააკავეს, რომელიც გალიზ ე.წ. იზოლატორშია გადაყვანილი.