რუსმა აგრესორებმა უკრაინაში 144 ბავშვი მოკლეს

უკრაინაში, რუსეთის შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 144 ბავშვი დაიღუპა, 220-ზე მეტი კი დაშავდა – ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

“ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა კიევში, ხარკოვში, დონეცკში, ჩერნიგოვში, მიკოლაევში, ლუგანსკში, ზაპორიჟიაში, ჟიტომირში, სუმსა და ხერსონში. ასევე დგინდება მონაცემები ქალაქ მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების შესახებ“, – აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.

ამასთან, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 28 მარტს ლუგანსკის ოლქი ნაღმის აფეთქების შედეგად 3 წლის ბავშვი დაიღუპა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი