გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიას უკრაინაში 1800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გაეროს ცნობითვე, ომის შედეგად 2 493 ადამიანი დაიჭრა და დასახიჩრდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.