ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, რუსი ოკუპანტების მიერ გავლებული მავთულხლართების დემონტაჟი მოხდა. რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართების დემონტაჟი დეკემბრის ბოლოს დაიწყეს და ის 200 მეტრით უკან გადაწიეს.
გასული წლის აპრილში, ოკუპანტებმა ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან, ადგილობრივების საყანე მიწები შემოღობეს. ამის შესახებ საკითხი გალის ოთხმხრივ, ასევე სხვა საერთაშორისო შეხვედრებზე დაისვა.