ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება.
ოპოზიციონერი ლიდერები მხარდამჭერებს პარლამენტთან შეკრებისა და ჩატარებული არჩევნების შედეგების გაპროტესტებისკენ 18:00 საათზე მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გუშინაც გაიმართა.