თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია მინდინარეობს. ოპოზიციური პარტიები საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება.
ოპოზიციის წარმომადგენლები და საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის წინ 19:00 საათზე შეიკრიბნენ.
ოპოზიცია არ აპირებს დიალოგს ხელისუფლებასთან, არც პარლამენტში შესვლას და გეგმავს სიების ჩახსნას.