რუსთაველზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე აქცია იწყება. პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომა და ხელახალი არჩევნებია. მანამდე ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დღევანდელი აქციის მმართველი გუნდი ნათლად დაინახავს, როგორ ეწინააღმდეგება არჩევნების შედეგები ხალხის ნებას.

ოპოზიციონერები ხაზს უსვამენ, რომ აქცია რეგულაციების სრული დაცვით წარიმართება. 

პარლამენტთან უსაფრთხოების ნორმები გაძლიერებულია. საკანონდმებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან რკინის ჯებირები დადგეს.

სამართალდამცველები არიან მობილიზებულები პარლამენტის ეზოში და შენობის გარე პერიმეტრზეც.

კომენტარები

დატოვე კომენტარი