თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის ახალ მფლობელ ქიბარ ხალვაშს უჩივის და ტელეკომპანიის მესაკუთრეობაზე პრეტენზიას აცხადებს.
ოქრუაშვილის ადვოკატმა უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებაც მოითხოვა.
გია ზოდელაშვილის განმარტებით, სამი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა დოკუმენტზე, რომელიც ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია, ნამდვილია.
მისივე თქმით, ხალვაშს ოქრუაშვილის მიმართ სასესხო დავალიანებაც აქვს, რაზეც ასევე მიმართეს სასამართლოს.