“რუსთავი 2”-მა მაუწყებლობა განაახლა

რამდენიმესაათიანი პაუზის შემდეგ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა მაუწყებლობა განაახლა.

როგორც ცნობილია, გადაცემა “პოსტკრიპტუმში” ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსულ ენაზე შეაგინა და მას “ოღრობის მეძავიც” უწოდა, რაც ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ნაეილის მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციად იქნა აღქმული. ტელეკომპანიის შენობასთან წუხელ გვიან ღამით აქციაც გაიმართა, რა დროსაც “რუსთავი 2”-ის თანამშრომლებს აქციის მონაეილეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, ამის შემდეგ არხის ხელმძღვანელობამ სიტუაციის დაწყნარებამდე და უსაფრთხოების უზრუნველყოფამდე მაუწყებლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი