“რუსთავი 2” საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა

ტელეკომპანია “რუსთავი 2” საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა.

ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ “კურიერის” წამყვანმა და არხის დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილმა სპეციალურ გამოშვებაში განაცხადა.

“მინდა “რუსთავი 2”-ის სახელით ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო, გვერწმუნეთ არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი, ეს არის პროტესტის უკიდურესიფორმა, რომელსაც შეიძლება მიმართოს ტელეკომპანიამ, შევეცდებით ჩვენი დუმილით ხმა ყველას მოგავწდინოთ. ამ წუთიდან ჩვენი არხი საპროტესტო მაუწყებლობაზე გადადის. გელოდებით ყველას კვირას, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, ერთად დავიცვათ “რუსთავი 2″, ერთად დავიცვათ სიტყვის თავისუფლება”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

„რუსთავი 2“ ეთერში მხოლოდ წარწერით: „ვაპროტესტებთ უსამართლობას! კვირას, 14:30 ვიკრიბებით რუსთაველზე!“ გადის.

19 თებერვალს ტელეკომპანიის თანამშრომლები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად მასობრივი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი