“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირქტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის ნოდარ მელაძე გაათავისუფლა, მის ადგილას კი ერთ-ერთ კანდიდატად ნინო შუბლაძე განიხილება.

“ვადასტურებ, რომ ნოდარ მელაძე სამსახურიდან გავათავისუფლე. ეკა კვესიტაძე ამ დროისთვის შვებულებაშია. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანი ორ ტელევიზიაში ერთდროულად მუშაობდეს? დაანონსდა, რომ ნიკა გვარამიამ ეკა კვესიტაძესთან ერთად ახალი არხი დააფუძნა”, – განაცხადა პაატა სალიამ.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ზე მასშტაბური საკადრო ცვლილებებლი, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებისა და არხზე ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ დაიწყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი