რუსული ძალები მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანას ბომბავენ

უკრაინული მედიის ცნობით, მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხანაზე, სადაც ასობით მოქალაქე აფარებს თავს საოკუპაციო ძალებმა შტურმი დაიწყეს.

მარიუპოლში დილიდან დაწყებულ ქაოტური შეტევის შესახებ ადასტურებს ქალაქის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო.

“დილიდან, ოკუპანტები არა მარტო “აზოვსტალის” მიმართულებით ახორციელებენ იერიშებს, არამედ არტილერიითა და ტანკებით აგრძელებენ ქაოტურ შეტევებს მარიუპოლის მარცხენა სანაპიროს რაიონის საცხოვრებელ სექტორზეც,” – განაცხადა ანდრიუშენკომ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი