“რუსული ოკუპაცია და საქართველოს ევროპული არჩევანი” – აქცია ზუგდიდში

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სამოქალაქო საბჭოს წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით პარასკევს, 6 ივლისს, ზუგდიდში, კამპანიის “ძალა ევროპაშია” ფარგლებში, გაიმართება აქცია – “რუსული ოკუპაცია და საქართველოს ევროპული არჩევანი”.

“აქციის მიზანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ რუსეთი ოკუპანტია და გავაპროესტოთ მისი მხარდამჭერი პოლიტიკა საქართველოში. ამავე დროს, მოქალაქეებს მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს ევროპული არჩევანის უპირატეოსბების შესახებ”, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქციის ფარგლებში დაგეგმილია:

15:00-17:00 საათი –  ზუგდიდის ბულვარის მიმდებარედ, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არსებულ სამანქანო გზაზე  გამოიფინება რუსული/საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ფოტო და საარქივო მასალა. აქციის მსვლელობისას თემატურად მოიხატება ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი.

18:00 საათი –  ზუგდიდის არტგალერეაში საჯარო ლექციას წაიკითხავს ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი