რუსული რუბლი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სანქციებს ფონზე რუსულ რუბლი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

BBC-ის ინფორმაციით, Forex-ზე 1 ამერიკული დოლარის ფასი 113 რუბლს აჭარბებს, ევროს კურსი კი 127 რუბლამდე გაიზარდა. ეს ისტორიული მაქსიმუმია.

რუსულ ბირჟებზე კი ვაჭრობა ჯერ არ გახსნილა. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესების შემდეგ დღეს რუსულ ბირჟებზე ვაჭრობა პირველად გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი