რუხის კლინიკაში 11 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 4 კოვიდინფიცირებულია

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 11 პაციენტი იმყოფება. მათ შორის ოთხი პაციენტი კოვიდინფიცირებულია. ოთხივე პაციენტი სატვირთო ავტომობილის მძღოლის კლასტერიდან არის.

სულ, რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში 13 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი