რუხის კლინიკაში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ორივე მათგანი ე.წ. ლენჯერის კლასტერიდანაა.
კლინიკაში ამ დროისთვის სამი პაციენტი რჩება, მათ შორის ერთი ე.წ. ლენჯერის კლასტერს მიეკუთვნება.
რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ახალგაზრდა მამაკაცს, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.
რუხის კლინიკაში მკურნალობს ახალგაზრდა ქალიც, რომელმაც თბილისიდან ზუგდიდამდე მატარებლით იმგზავრა, სასტუმროში კი კოვიდ-19 დაუდგინდა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.