რუხის საავადმყოფოში ათი კოვიდინფიცირებული მკურნალობს

რუხის საავადმყოფოში ათი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებოა 16 მაისს შეყვანილი ხანდაზმული ქალის მდგომარეობა.

გუშინ ღამით ზუგდიდში ახალი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ერთი მოზარდია.

რუხის საავადმყოფოს დირექტორის, ნიკოლოზ ქარსივაძის ინფორმაციით, კლინიკაში ბოლო ორ დღეში შესული ექვსი ინფიცირებული პაციენტი 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კონტაქტია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი