რუხის საავადმყოფომ ცხელებით შესული 3 პაციენტი მიიღო

რუხის საავადმყოფომ ფუნქციონირება დაიწყო. სამედიცინო დაწესებულებამ ცხელებით შემოსული სამი პაციენტი უკვე მიიღო. კლინიკა მზადაა როგორც ცხელებით ასევე Covid-19-ით ინფიცირებული მოქალაქეების მისაღებად.

სამედიცინო დაწესებულებას ამ დროისთვის 78 პაციენტის მიღება შეუძლია, თუმცა მიმდინარეობს დამატებით აღჭურვის პროცესი და კლინიკა საბოლოოდ  220 პაციენტის მიღებას შეძლებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი