რუხის სავაჭრო ცენტრში ოპერირება კიდევ ერთმა ბრენდულმა ქსელმა დაიწყო

რუხის სავაჭრო ცენტრში საქართველოში ავეჯის ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელი „ბელუქსი“ გაიხსნა. მაღაზია 250 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ახალ ობიექტზე 5 ადგილობრივი დასაქმდა. სავაჭრო ცენტრში ქსელი გააფართოვა მსხვილი ავეჯის მაღაზიათა ქსელმა „ემბავუდმა“, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავეჯით მომარაგების სამუშაოები, მაღაზია სრული დატვირთვით ოპერირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს და ჯამში 400 კვადრატულ მეტრზე იქნება წარმოდგენილი, მაღაზია დამატებით ათამდე ადგილობრივს დაასაქმებს.

მულტიფუნქციურ ცენტრში წარმატებით ოპერირებენ სუპერმარკეტი „იალჩინი“, საშენ მასალათა ყველაზე დიდი მაღაზიების ქსელის „გორგიას“ ფილიალი, ავტოსერვისის ლიდერი კომპანია“თეგეტა მოტორსის“ მაღაზია და სერვისცენტრი და სურსათის ჰიპერმარკეტი „ლიბრეს“ ფილიალი, ცენტრში ამჟამად სულ 200-მდე ადამიანია დასაქმებული.

სოფელ რუხში, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობის  პროექტი საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. მთლიანმა საინვესტიციო მოცულობამ შეადგინა 15 მილიონამდე ლარი შეადგინა. მოლის ტერიტორიაზე გაიხსნა იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი