საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებას ეხმაურება და წერს:
“ის, ვინც ამუნათებს სახალხო კრების დაპატიმრებულ ხუთეულს, ცდილობს დაფაროს თავისი სიმხდალე და ამას აკეთებს იმის გამო, რომ სწორედ მათ გაბედეს და გადადგეს ნაბიჯები ქვეყნის გადასარჩენად. ასეთი შურიანობა მე ჩემს თავზე არაერთხელ გამომიცდია.
“ადამიანების ტალახში მთრეველების პირით ივანიშვილი ცდილობს დაგანახოთ, რომ თქვენ არა მარტო ერი არ ხართ, თითქოს, არარაობები ხართ, მაგრამ ისინი, რომლებიც ამას აკეთებენ, თვითონ არიან არარაობები“, – წერს სააკაშვილი.

