საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეებს შორის იყო ერთიანობა.
„აქცია ნამდვილი არჩევნების მოთხოვნით, და არა, როგორც ალისა ამბობს ხოლმე, „ვითომ-ვითომ“ არჩევნებში და სინამდვილეში სპეცოპერაციაში მონაწილეობის, იყო ძალიან წარმატებული!
ამ პაპანაქება სიცხეში, შუა ზაფხულში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების მაღალ ბრძოლისუნარიანობაზე.
კიდევ რაც მომეწონა – მონაწილეებს შორის არ იყო არანაირი კონკურენცია და ეჭვიანობა, მხოლოდ ერთიანობა. ვულოცავ მსვლელობის ორგანიზატორებს და მონაწილეებს.
ძალა ერთობაშია!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.