სააკაშვილი არ არის ბათუმში, ვიდეო არაა საქართველოში ჩაწერილი – კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება.

“რაც შეეხება სააკაშვილს: 1. სააკაშვილი საქართველოში არ არის; 2. ეს ადამიანი არის „კლოუნი“, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინწინ, მანამდეც და ეს დადასტურდა მის მიერ. 3 ნეტავ ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში სრულიად საზოგადოება დაინახავდა, როგორი „კლოუნია“ და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის პოლარიზაციის კუთხით. სააკაშვილი არ არის ბათუმში, ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც შემიძლია თამამად გითხრათ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი