ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“2007 წლის ნოემბრის კრიზისის წარმოქმნაში ძირითად როლს თამაშობდა მოსკოვი და მისი მაშინდელი ფავორიტი პატარკაციშვილი. სამწუხაროდ დაშვებული შეცდომების შედეგად კრიზისი გაღრმავდა და იმისათვის რომ განგვემუხტა შიდა დაძაბულობა და არ დამეშვა საქართველოს სიმწრით მოპოვებული საერთაშორისო პოზიციების გაუარესება, მე მივიღე პოლიტიკური გადაწყვეტილება, შევიმცირე საპრეზიდენტო ვადა და გადავდექი. ამის შემდეგ ჩატარდა ახალი არჩევნები, უმკაცრესი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, რომელშიც გაჭირვებით, მაგრამ მაინც გავიმარჯვე.

ძალიან ზედაპირულად, არაგულწრფელად გამოიყურება, როცა პარალელებს ავლებენ დღევანდელ მოვლენებსა და 7 ნოემბერს შორის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ორი კრიზისი სრულიად საწინააღმდეგო მიზეზებმა წარმოშვა და მეორე იმიტომ, რომ მაშინ მე მოვნახე გამოსავალი და ესენი კი უფსკრულში გვჩეხავენ.

ერთადერთი გამოსავალი ახლა არის ახალი არჩევნების ჩატარება“, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი