საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“მივმართავ ჩემს თანაპარტიელებს, მომავალი არჩევნებისთვის ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.
ამისათვის საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარი და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით”, – წერს სააკაშვილი.