საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.
“რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს! ჩვენს მხარეზეა სიმართლე და სიმართლის გადმოცემა საჭიროა ცივილიზებული ფორმით! ეპატაჟი და ისტერიულობა ჩვენს საქმეს მხოლოდ დააზარალებს“, – განაცხადა ექსპრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის ეთერი რუსულ ენაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გინებით და შეურაცხყოფით გახსნა, რასაც მოქალაქეების მხრიდან ტელეკომპანიის შენობასთან საპროტესტო აქცია მოჰყვა. მოგვიანებით “რუსთავი 2”-მა მაუწყებლობა შეწყვიტა.