უვიზო მიმოსვლის მიღების პროცედურები სწორედ ჩემი ინიციატივით დაიწყო და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ ააკაშვილი წერს, „ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას, დაემუქრა უვიზო რეჟიმის გაუქმებით და ეს პროცედურა ოფიციალურად დაწყებულია“.

„ევროკავშირმა მიიღო ახალი უმკაცრესი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, კერძოდ, დასწია ზედა ჭერი რუსული ნავთობის ფასი 60-დან 40 დოლარამდე. ამავე დროს, ამერიკამ ინდოეთი დაითანხმა, აღარ იყიდოს რუსული ნავთობი. ახლა ამერიკელები უკვე ინტენსიურად მუშაობენ ჩინეთთან ამ მიმართულებით. თუ სანქციები ბოლომდე ამუშავდა რუსეთის ნავთობ შემოსავლები 140 მილიარდი დოლარიდან 70-მდე განახევრდება. რუსეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი მოყვა „იდეალურ შტორმში“, ამასობაში ამავე შტორმში გვითრევს რუსულ-ქოცური კლეპტოკრატიული ბანდა. ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას, დაემუქრა უვიზო რეჟიმის გაუქმებით და ეს პროცედურა ოფიციალურად დაწყებულია. ჩემთვის ეს განსაკუთრებით მძიმეა, ვინაიდან უვიზო მიმოსვლის მიღების პროცედურები სწორედ ჩემი ინიციატივით დაიწყო და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი. ისედაც ამდენი ოჯახია გაყოფილი და უვიზო მიმოსვლის გაუქმება ახალ რკინის ფარდას ჩამოაფარებს. სამაგიეროდ, რუსეთთან გვაქვს უვიზო მიმოსვლა, რომელსაც რუსები იყენებენ უკრაინის წინააღმდეგ ომში საქართველოს მოქალაქეების შესატყუებლად. ყველა მოსახვევში ბანდამ საქართველო მყარად მოაქცია წაგებულთა ბანაკში და მანდედან თავის დაძვრენას ჩვენი მოქალაქეების ტიტანური ძალისხმევა დასჭირდება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი