საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების საჯარო მოთხოვნა გაუგზავნა.
სააკაშვილმა ზურაბიშვილს უთხრა, რომ გალიიდან წინასაარჩევნო კამპანიის მართვა შეუძლებელია და მან შეწყალების ბერკეტი უნდა გამოიყენოს.
სააკაშვილის მიმართვას შეწყალებაზე მალევე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი.
რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მსჯავრდებული, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს, შეწყალებას არ უნდა დაექვემდებაროს, უწყების ხელმძღვანელმა დღეს ყოფილ პრეზიდენტს შეახსენა ისიც, რომ მას პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სამართლებრივი უფლება არ აქვს. ზურაბიშვილის მხრიდან სააკაშვილის შეწყალება რომ დაუშვებელია ამაზე დღეს ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმაც ისაუბრა და თქვა, რომ ექსპრეზიდენტმა კანონიერი სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს.