საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია.
“ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,”- ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.