საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ირაკლი ქარსელაძე დაინიშნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მიიღო.

სამინისტროსვე ცნობით, გიორგი სეთურიძეს ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც თანაინვესტირების ფონდს ხელმძღვანელობდა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი