ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, საკვები პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ორი კვირის მარაგს მიიღებენ. საკვები პროდუქტების გაცემის პროცესს მე-13 საბავშვო ბაღში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია დაესწრნენ.
პროდუქტებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღის 4280 აღსაზრდელი მიიღებს.
საკვები პროდუქტის გადაცემას, ა(ა)იპ „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“ უზრუნველყოფს.