საქართველოდან უცხო ქვეყნის 21 მოქალაქე გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 21 მოქალაქე გააძევეს.

ქვეყანა დაატოვებინეს თურქეთის, რუსეთის, ეგვიპტის, ირანის, თურქმენეთის, კოლუმბიის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიისა და ნიგერიის – მოქალაქეები.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი