შსს-მ 250 კილოგრამი “ჰეროინი” ამოიღო, რომლის ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს.
დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარეს.

