საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატთა სია გამოაქვეყნა. სიაში 19 პირია. მათ შორის არიან მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე, ადვოკატები, პარლამენტის დეპუტატი და ა.შ
- ანა აბაშიძე – ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი
- მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი
- გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
- ლელა გაფრინდაშვილი – ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი
- სოფიო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
- თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი
- ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი
- ალექსანდრე კობაიძე – ა(ა)იპ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე
- ლევან კოკორაშვილი – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
- ნუგზარ კოხრეიძე – ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე
- გიორგი მარიამიძე – ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი
- სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი
- მაკა მინდიაშვილი – ა(ა)იპ „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი
- ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
- ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
- ქეთევან ჩაჩავა – ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი
- გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი
- იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამეტის წევრი
- ნაზი ჯანეზაშვილი – ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი