სახელმწიფო დუმა ვლადიმერ პუტინს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების თხოვნით მიმართავს

სახელმწიფო დუმამ დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს ე.წ. თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით,დუმის მიერ მიღებული დოკუმენტი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს დაუყოვნებლივ გადაეგზავნება.

„კომუნისტური პარტიის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტს მხარი 351-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 16 წავიდა, ერთმა თავი შეიკავა, „ერთიანი რუსეთის“ მიერ წარდგენილ ვარიანტს კი – 310-მა დეპუტატმა, რის შედეგადაც „კომუნისტური პარტიის“ დოკუმენტი შეირჩა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი