საკვებით მოწამლული 10 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 ბავშვი, სავარაუდოდ, საკვების ინტოქსიკაციით შეიყვანეს. როგორც „ლაივპრესს“ „ევექსის“ წარმომადგენელმა გიორგი ნიორაძემ განუცხადა, ბავშვებს დიარეა და პირღებინება აღენიშნებათ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგეგმება მათი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა.

გიორგი ნიორაძის ინფორმაციით, საუბარია სხვადასხვა ასაკის ბავშვებზე. მათ შორის სამი 2 წლის, ერთი 11 წლის, 6 წლის, 1 წლის, 9 წლის, ასევე 11 თვის და შვიდი თვის.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი